ნათია ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ყოველთვის როცა მემორიალთან და ჩვენი გმირების საფლავთან მიდის ამბობს, რომ ალბათ ჩვენც მის საფლავზე აქ მოგვიწევდა მოსვლა, … სულ სხვა მამა ხდება ხოლმე, ძალიან ნერვიულობს, განიცდის … ალბათ რამდენი რაღაც ახსენდება და არ ამბობს…
ერთ ისტორიას მეც მოვყვები… არ ვიცი როგორ გადმოვცემ, ყოველ გახსენებაზე იგივე განცდები მაქვს ხოლმე…
მამამ დამირეკა, ნინოს (დედაჩემს) ვერ ვეტყვიო, ცხინვალში შევდივართ და ჩემ ნივთებს მძღოლს ვატან და დახვდიო, არ ვიცი ცოცხალი გამოვალ თუ არაო… თუ კი რაიმე ძალა მქონდა მოვიკრიბე რომ არ მეტირა, სახლში დედასაც რომ არაფერი შეემჩნია. სახლში მისულს ჩემი ნათლია მირეკავს, სრულიად შემთხვევით ღვთისმშობლის მოულოდნელი სიხარულის მომნიჭებელი ხატი მოაბრძანეს და თუ სურვილი გაქვს მოდიო… რა თქმა უნდა წავედი… ლოცვის დასრულებისას ბოლოს ამინ ვთქვი და ჩემ ტელეფონზე ზარი შემოვიდა… მამა რეკავდა… მშვიდობით გამოვედითო …. არ ვიცი ვინ რას იფიქრებთ, რას იტყვით, მაგრამ მე მჯერა რომ ამ დღეს ღვთისმშობელმა გადამირჩინა მამა ❤
მამამ არ იცის არც ამ ფოტოს არსებობა და მითუმეტეს არც ის, რომ აქ ვდებ და მასზე ვწერ … ასე, რომ გთხოვთ არ უთხრათ არაფერი 🙄
#რუსეთიოკუპანტია”