კეთილსინდისიერება და კეთილგონიერება არცერთ წიგნში არ წერია და არანაირი ფინანსური ჯარიმით მისი მოპოვება არ შეიძლება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად პირველ რიგში ადამიანების მხრიდან, გონიერებისა და კეთილსინდისიერების გამოჩენაა საჭირო.
„მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირად ვაწყებინებდი თუ რა არის ეფექტური და რა არ არის ეფექტური. ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის. სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად ვიყენებ მე სიტყვას – კეთილსინდისიერებას და კეთილგონიერებას, რაც არცერთ წიგნში არ წერია და არანაირი ფინანსური ჯარიმით მისი მოპოვება არ შეიძლება. მე ძალიან ვთხოვ მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, გაუფრთხილდნენ საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. ეს არ არის არც რეკომენდაცია და არც მოთხოვნა მე მათ ვთხოვ, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და კეთილსინდისიერება პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. ეს ყველაფერი პირველ რიგში შემდეგ აისახება საზოგადოების და სახელმწიფოს იმ დადებით დინამიკაში რომელიც დღეს ჩვენ გვესაჭიროება”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.