ალბათ, უფრო მთავრობაში დავბრუნდები, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა,- ამის შესახებ ,,ტვ პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა შს მინისტრის რანგში ვიხილოთ, არასწორია.
,,სად გავაგრძელებ საქმიანობას ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. გავრცელებული ჭორები, რომ კახი კალაძე შს მინისტრად ინიშნება, შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარიც არ ყოფილა. ვფიქრობ, ალბათ უფრო მთავრობაში დავბრუნდები, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან და გუნდთან ერთად ამაზე აუცილებლად იქნება მსჯელობა. არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი ვინ რა თანამდებობებზე იქნება, ჩვენ ყველამ უნდა განვახორციელოთ ის ამბიციური გეგმა, რომელიც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე – ალბათ, უფრო მთავრობაში დავბრუნდები
2016/10/29 20:32:06
ნანახია: 2363 ჯერ