საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვანი დამსახურება იყო, რომ მაქსიმალური აქცენტი გაკეთებულიყო ბიზნესის ხელშეწყობაზე, რათა მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს.
„აპრილში 45%-იანმა ზრდამ, მაისში 25%-იანმა ზრდა, ივნისის მაჩვენებლებმა მოგვცა შესაძლებლობა, არა მხოლოდ ბიუჯეტი გაგვეზარდა ციფრებში, არამედ ეს გადაგვენაწილებინა საზოგადოებაში. ეს რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, არა მხოლოდ ციფრებით ჩანს. რამდენიმე დღის წინ Fitch-მა პოზიტიური ტრენდი დააფიქსირა“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
კომენტარები