საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ამ რაოდენობის ოლქში დაინიშნა.
როგორც ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალსიტებს ივანიშვილმა განუცხადა, ამდენი რაოდენობის ოლქში მეორე ტურის გამართვა ბიულეტენების გაყალბებას უკავშირდება.
„ამდენ ოლქში მეორე ტურს თავისი მიზეზები აქვს. მე არ ვისაუბრებ ტექნიკურ მიზეზებზე. ამდენი არ უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო ნაკლები. ბევრი ბიულეტენი გაყალბდა. თუ გაქვთ ინფორმაციები შეგიძლიათ გადაამოწმოთ ვინ გააყალბა და რატომ. „ქართული ოცნების“ კანდიდატების ნახევარს შეეძლო პირველსავე ტურში გამარჯვება, თუმცა ძალიან ბევრი ბიულეტენი გაყალბდა. ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ კარგად იცით“, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, თუ როგორ დაემთხვა მის მიერ დაანონსებული შედეგები რეალურს, ყოფილმა პრემიერმა განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ კვლევებს სტაბილურად ატარებდა და ხალხის აზრი ცნობილი იყო.
„კვლევებს ატარებდა და ხალხის აზრი ცნობილი იყო. ჩვენ ვატარებდით კვლევებს და ვიცოდით ხალხის აზრი და ნახეთ მართლაც როგორი სიზუსტით ახდა. ძალიან დიდი სიზუსტით გავაკეთე სტატისტიკა, რამეთუ კვლევებს ვატარებდით სტაბილურად. ერთადერთი გადაჭარბებულად და დაკნინებულად ვაფასებდი „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა აქაც ვიცოდი, რომ მეორე ადგილი უნდა აეღოთ მათ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-4 უბანზე დააფიქისრა, სადაც ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ რურუა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდებიან.
ბიძინა ივანიშვილი – ძალიან ბევრი ბიულეტენი გაყალბდა. ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ კარგად იცით
2016/10/30 13:24:27
კომენტარები
ნანახია: 1322 ჯერ