კორონავირუსით “რუსთავი 2-ის” კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა.
ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ინფორმაციით, კახა ნატრიაშვილს კორონავირუსი 9 დღის წინ დაუდასტურდა და გუშინ გარდაიცვალა. გართულებული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
3 დღის წინ კორონავირუსს ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი ემსხვერპლა, ის 50 წლის იყო.
“ექსკლუზივ ნიუსი” თანაგრძნობას უცხადებს კახა ნატრიაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
კომენტარები