„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიის მიერ სპორტსმენების მობილიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისში, გორსა და რუსთავში თითქოს იგეგმება გარკვეული პროვოკაციები და თითქოს ხდება ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზაცია, რაც არის მტკნარი სიცრუე. ვერც ერთი ფაქტი ვერ იქნება წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მხრიდან სპორტსმენების რაიმე ფორმით მობილიზება ხდება. ეს არის დეზინფორმაცია და შესაძლოა, ეს ყველაფერი მიანიშნებდეს იმაზე, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება ჰქონდეს დაგეგმილი პროვოკაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ამომრჩევლებს აქტოვობისკენ მოუწოდა.
მისივე ინფორმაციით, არჩევნები მიმდინარეობს არსებითად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება.