ჩვენ მზად ვართ განახლებული ენერგიით შევუდგეთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა.
კალაძემ საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე.
„არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა. მადლობა ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობისთვის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობენ პარტია ქართული ოცნების კანდიდატები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩვენ მზად ვართ განახლებული ენერგიით შევუდგეთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს“, – განაცხადა კალაძემ.