ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, ახალი მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 115 დეპუტატი ეყოლება. საკონსტიტუციო უმრავლესობას 113 დეპუტატი სჭირდება, შესაბამისად “ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები 48 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებენ. არსებული მონაცემებით, 27 მანდატი ექნება “ნაციონალურ მოძრაობას”, 6 – “პატრიოტთა ალინასს”, ერთი – “მრეწეველს“ სიმონ ნოზაძეს, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
კომენტარები