„ქართული ოცნება“ სამთავრობო გუნდის ფორმირებაზე მსჯელობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ერთადერთი პრემიერ-მინისტრის პოსტია, რომელზეც კანდიდატურა დღეისთვის ყველასთვის ცნობილია და ეს გიორგი კვირიკაშვილია.
”უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და ყველაფერზე ვისაუბრებთ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნამდვილად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა შეუცვლელი. სხვა დანარჩენი, თუ ვინ იქნება კიდევ მთავრობაში საპარლამენტო სიიდან, ამაზე ვისაუბრებთ გუნდში, როდესაც შევიკრიბებით და კონსულტაციები გვექნება პოლიტიკური საბჭოს ფორმატში. ”, – განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები