ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს სანდრა რულოვსს 8 085 ხმით მოუგო.
ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ედიშერ თოლორაიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 13 627 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ხოლო სანდრა ელისაბედ რულოვსს 5 542-მა ამომრჩეველმა.
ედიშერ თოლორაიამ ამომრჩეველთა ხმების 71,09 პროცენტი დააგროვა, სანდრა ელისაბედ რულოვსმა კი 28,91 პროცენტი.
კომენტარები