მიუხედავად იმისა, რომ ხიდაშელი მეუღლეს მხარდაჭერას ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ ბრიფინგის ვიდეოების გაზიარებით შეფარულად უცხადებს, „პრაიმტაიმს“ დადასტურებულად შეუძლია აცნობოს საკუთარ მკითხველს, რომ არც ის რჩება პარტიაში.
ამასთანავე, ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ რესპუბლიკელებს გამოეთიშა ივლიანე ხაინდრავაც… თუმცა საჯაროდ ამის შესახებ განცხადებას არ აკეთებს და „პრაიმტაიმის“ შეკითხვას ასე პასუხობს:
„უკომენტაროდ“! ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ უსუფაშვილამდე პარტია დატოვა პაატა ზაქარეიშვილმა, თუმცა ამ დრომდე ამის შესახებ ცნობილი არ გამხდარა. „პრაიმტაიმი“ ქვემოთ მკითხველს აუცილებლად შესთავაზებს ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან, თუმცა მანამდე იმ პროცესების შესახებ, რაც ამ სკანდალურ გადაწყვეტილებებს უძღოდა…
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია ვახტანგ ხმალაძემაც დატოვა.
,,რესპუბლიკურ პარტიაში” არც თინა ხიდაშელის, არც ივლიანე ხაინდრავა და ვახტანგ ხმალაძის პარტიიდან წასვლას არ ადასტურებენ. ,,რესპუბლიკური პარტიის” პრესამსახურის ცნობით, პარტიაში ამის შესახებ აღნიშნულ პოლიტიკურ პირებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
www.primetimenews.ge