მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს.
”მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ იცის, რომ ამ არჩევნებზე მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები იყო. ამიტომ საქართველოს შემდგომი განვითარებისა და დემოკრატიის წინსვლისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველო ისევ დავაბრუნოთ დემოკრატიულ, ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად პატიოსანი არჩევნების ჩატარებას და პატიოსნად მოვიყვანოთ ნორმალური მთავრობა საქართველოში. მე ძალიან დიდ საქმეებში ვარ ჩართული უზარმაზარ ქვეყანაში, უკრაინაში, მაგრამ არ ვაპირებ თითოეული თქვენგანის განსაცდელში მიტოვებას. მე დავუდგები გვერდში ჩემს ხალხს და აუცილებლად დავუჭერ მხარს ჩემს თანამებრძოლებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.