”პატრიოტთა ალიანსი” მანდატების ხელახლა განაწილებაზე სასამართლო დავის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავს. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს, ”პატრიოტთა ალიანსის” იურისტმა ლევან ჩხეიძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლო საარჩევნო დავებზე საერთოდ არ რეაგირებს. ”პრაქტიკულად, საარჩევნო ადმინისტრაციას რა გადაწყვეტილებაც უნდა, იმას იღებს. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ სარჩელი გვაქვს წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში და იმედი გვაქვს მივაღწევთ ანტიკონსტიტუციური ნორმების გადახედვას. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ ჩვენ გავასაჩივრებთ მას სტრასბურგში, ვინაიდან სახეზეა მართლმსაჯულების უფლების დარღვევა”, – განაცხადა ჩხეიძემ.
კომენტარები