ჟურნალმა „გზამ“ „ახალი ტალღის მონაწილის, ნათია რიგვავას რამდენიმე ინტერვიუ თარგმნა, რომლებიც სხვადასხვა დროს რუსეთში მცხოვრებმა მომღერალმა რუსულ მედიას მისცა.
ნათია აღნიშნავს, რომ მას ხშირად ადარებენ არიანა გრანდეს და მედისონ ბიერს: „მგონია, რომ მედისონს გარეგნულად ვგავარ, ხმით კი უფრო – გრანდეს. ყოველ შემთხვევაში, ისე შემიძლია პაროდიის გაკეთება, რომ ვერ გაარჩევთ…“
კითხვაზე, რატომ აარჩია სიმღერა „იაგუნდი“ საკუთარი რეპერტუარისთვის, ნათია ასე პასუხობს:
„ეს ძველი ქართული ფოლკლორული სიმღერა, რომელიც ყოველთვის მომწონდა. იმისთვის, რომ უფრო მეტი მსმენელი ჰყოლოდა ამ სიმღერას, გადავწყვიტე, ინგლისურ ენაზე მეთარგმნა და მისამღერი ქართულად დავტოვე. ამ იდეის განხორეციელება დიჯეი დანიზას დახმარებით შევძელი“.
ნათია ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოში ცეცხლოვანი საცეკვაო კლიპის გადაღება სურს: „მინდა, მასში ბალეტი სუხიშვილები ჩავრთო და ნაციონალური და თანამედროვე მოძრაობების ნაზავი შევქმნა…“