საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს. საქართველოს პრეზიდენტი დავით კაკაბაძის სახ. გალერეაში, ,,ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
პრეზიდენტთან ერთად ფესტივალი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 17-დან 20 მაისის ჩათვლით იმართება. ფესტივალის ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა.
ხვალიდან ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში მრგვალი მაგიდა მოეწყობა. 19 მაისს დაგეგმილია ანრი მაჭავარიანის მასტერ კლასი. საღამოს ქუჩის აქცია და არტ გრაფიტი მოეწყობა. დასასრულს, 20 მაისს გაიმართება კონცერტი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით. მსმენელის წინაშე ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და დავით შამანაური წარდგებიან.
პრეზიდენტი “ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნას დაესწრო
2016/05/17 22:16:02
ნანახია: 2002 ჯერ