საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის მოადგილეები, ახალი პლენუმის სხდომაზე, დღეს აირჩიეს. კოლეგიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი მოადგილე მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, ხოლო მეორე მოადგილე თეიმურაზ ტუღუში გახდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა კი მერაბ ტურავამ დაიკავა.
დაკომპლექტდა კოლეგიებიც. პირველ კოლეგიას, ლალი ფაფიაშვილი უხელმძღვანელებს და მასთან ერთად ამ კოლეგიაში იქნებიან გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა და მაია კოპალეიშვილი. მეორე კოლეგია კი სამი მოსამართლისგან შედგება – ირინა იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში და თამაზ ცაბუტაშვილი.
კომენტარები