დეპუტატ ირაკლი სესიაშვილისთვის უცნობია, პარლამენტში კვლავ დაიკავებს თუ არა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.
მისი თქმით, თანამდებობის საკითხები პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული.
„ჩემთვის თავდაცვისა და უშიშროების საკითხები პროფესიის ნაწილია. თავმჯდომარე ვიქნები თუ რიგითი წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას, მით უმეტეს, რომ ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს.
მე ასეთი ფორმულირება – ძველი და ახალი სახეები არ მესმის. მე მესმის ფორმულირება კვალიფიციური პროფესიონალი და საქმის მცოდნე. ამიტომ არ მგონია, რომ ძველით და ახლით იზომებოდეს რამე. ძველს შეიძლება მეტი გამოცდილება აქვს, ახალს კი მეტი ცოდნა. ჩემი აზრით, ამის სინთეზი საუკეთესო ვარიანტი იქნება“, – განაცხადა სესიაშვილმა.
კომენტარები