საპარლამენტო კომიტეტების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში“ გამართული კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ცნობილია.
ქრონიკის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ჩაიბარებს და სწორედ აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე გახდება. მის ნაცვლად კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ მე-4 ნომერი თამარ ჩუგოშვილი დაინიშნება.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის ცნობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გია ვოლსკის მამუკა მდინარაძე შეცვლის.
რაც შეეხება, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტეს, აღნიშნულ პოზიციას „ქართული ოცნების“ მე-9 ნომერი სოფო ქაცარავა უხელმძღვანელებს. მარიამ ჯაში კი ჯანდაცვის კომიტეტს ჩაიბარებს.
ასევე, ცნობილია, რომ მანანა კობახიძე აღარ იქნება ვიცე სპიკერი.
საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ოფისში ამ დრომდე მიმდინარეობს.