საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
კობახიძის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს დაუდასტურა.
პრემიერის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-3 ნომერია.
კომენტარები