თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის მე-14 ნომერი ნიკა ნოზაძე, ჯგუფის „ანტიბოტი“ მეშვეობით, „ქართული ოცნების“ გვერდზე ტროლების თავდასხმას აორგანიზებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სოციალურ ქსელში ორგანიზებულ ტროლების ქარხანაზე გუშინდელი ბრიფინგი ჯერ განელებულიც არ არის და ჩვენ მიერ სხვადასხვა გვერდის მართვაში იდენტიფიცირებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის მე-14 ნომერი ნიკა ნოზაძე, ჯგუფის „ანტიბოტი“ მეშვეობით, აორგანიზებს ტროლების თავდასხმას „ქართული ოცნების“ გვერდზე.
დახურეთ ქარხანა. ჟონავს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
კომენტარები