აშშ ორ ბელარუსულ კომპანიას „ლაკოკრასკას“ და „ბელლესბუმპრომს“ სანქციებს მოუხსნის. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სანაცვლოდ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 25 ადამიანი ციხიდან გაათავისუფლა. მხარეები დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, ჯონ კოულის მინსკში ვიზიტის შედეგად შეთანხმდნენ.
კოულმა პატიმრობიდან გათავისუფლებულებთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ ამერიკასა და ბელარუსს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ადამიანების გათავისუფლებისთვის მუშაობა გრძელდება.
25 prisoners are free today! President Trump’s commitment to direct diplomacy delivers results. Thank you, President Lukashenka, for this step, and thank you to our friends in Lithuania for their support. We will continue to improve US-Belarus relations and are working to secure the release of more people in the very near future. We are not finished!
— john coale (@johnpcoale) September 16, 2026
