“პირველ რიგში მე დავიწყებ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს როგორც შესაბამის სამინისტროებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, მისთვის უაღრესად დიდი პატივია აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენა. „რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, პირველ რიგში მე დავიწყებ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან, ასევე, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ჯაშმა.
კომენტარები