„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანების მიზეზებზე საუბრობს. ხოშტარია თვლის, რომ ის, რაც პარტიაში ხდება, ერთი ან ორი ადამიანის გადასაწყვეტი საკითხი არ არის.
„მიხეილ სააკაშვილმა დააკონკრეტა, რომ მისი გაღიზიანება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მეორე ტურში მონაწილეობამ და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამ საკითხზე მიბრუნება არასწორი მგონია. ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს პარლამენტში სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, მანაც უნდა გაიგოს, რომ როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება ის სხვა აზრზე იყოს, მაგრამ მანაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები