“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ აქცია თბილისში, 2 ლოკაციაზე – დიდუბის მეტროსადგურის და 300 არაგველის სადგურის მიმდებარედ 14:00 საათზე გაიმართება.
მელიას თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
“გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე. ხვალ, ჩვენ შევიკრიბებით ორ, გეოგრაფიულად განსხვავებულ წერტილში – თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან 14:00 საათზე და დიდუბის მეტროსთ ქვედა მხარეს, ასევე 14:00 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე”, – განაცხადა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ვაჟა-ფშაველაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გაიმართა. მანამდე აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ე.წ. მოდულის შენობასთან მივიდნენ. ისინი სკანდირებდნენ: “მიშა! მიშა!”. აქციის მონაწილეების მისამართით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის ნატეხები ისროლეს, რა დროსაც 2 ადამიანი დაშავდა.