მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანებების, დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სადაც განაცხადა, რომ „ეროვნული ფორუმის“ რიგებს ტოვებს.
“10 წლის მანძილზე ვიყავი „ეროვნული ფორუმის“ წევრი და ლიდერი. ვთვლი, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გარკვეული შეცდომები დაუშვა. ამის გადაფასება უნდა მოხდეს. საინტერესო პროცესები დაიწყო ოპოზიციურ სპექტრში. ვიღებ გადაწყვეტილებას „ეროვნული ფორუმის“ დატოვების შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ვტოვებ პოლიტიკას. მაქვს სერიოზული პოლიტიკური მოტივაცია. ვთვლი, რ ოპოზიციურ სპექტრს აქვს სერიოზული დავალებები. ამ საქმიანობაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანების და ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას”, – განაცხადა სანიკიძემ.