თუ მარგველაშვილი შეიწყალებს, მაშინ ბიძინა ივანიშვილს უნდა გადაუხადოთ მადლობა, ხალხო, რადგან იმან დანიშნა მარგველაშვილი – ასე გამოეხმაურა დეპუტატი თამაზ მეჭიაური ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შესაძლო შეწყალების საკითხს.
„ეს მარგველაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა თუ ის შეიწყალებს, მაშინ ბიძინა ივანიშვილს უნდა გადაუხადოთ მადლობა, ხალხო, რადგან იმან დანიშნა მარგველაშვილი და თუკი მარგველაშვილი შეიწყალებს და კარგი კაცია, ბიძინა ივანიშვილს კარგი კადრი შეურჩევია და ის მოსამართლეები თუ ცუდები არიან, გალანძღეთ სააკაშვილი, რადგან მან დანიშნა ისინი,“ – აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური.
მეჭიაური უსაფუძვლოს უწოდებს მოსაზრებას,რომ არსებული ხელისუფლება სასამართლოზე ახდენს ზეწოლას.
„იმ აზრს, რომ ხელისუფლება სასამართლოზე ახდენს ზეწოლას და თუ სასამართლო უსამართლოა, ეს ამ ხელისუფლების ბრალია – ვერ დავეთანხმები. ამ სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა წინა ხელისუფლების მიერ არის დამტკიცებული“, – აღნიშნა მეჭიაურმა.
“თუ მარგველაშვილი შეიწყალებს, ივანიშვილს უნდა გადაუხადოთ მადლობა, რადგან იმან დანიშნა მარგველაშვილი “
2016/05/18 19:52:18
ნანახია: 1815 ჯერ