აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს „ყველაფერი კარგად მისდის“.
ჟურნალისტის კითხვაზე, „მიაჩნია თუ არა ტრამპს, რომ ზელენსკი ახლა ომში იმარჯვებს“, – ტრამპმა უპასუხა: „ყოველ შემთხვევაში, ის უმკლავდება. ორივე მხრიდან ბევრი ადამიანი კვდება და ვფიქრობ, მას ყველაფერი საკმაოდ კარგად მისდის“.
ცნობისთვის, წარსულში ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია უკრაინის პრეზიდენტი, მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ძალისხმევის ბლოკირებისთვის.
კომენტარები
