მიხეილ სააკაშვილი კარგად არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მე ვიყავი პალატაში და ამას ვადასტურებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ვერაფერს ცუდს ვერ იტყვის ექიმებზე, ექიმებმა იყოჩაღეს.
„მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი. უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, შეიძლება გაგიკვირდეთ ქალბატონო დემურიშვილი.
მოვიდნენ ექიმები, მე კი მომეჩვენა საუკუნედ ვიდრე ჩამოვიდნენ, მაგრამ სინამდვილეში მოკლე ხანში ჩამოვიდნენ, აიყვანეს და მერე უკვე რამდენიმე წუთში მეც ამიყვანეს. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია და უკვე კონტაქტურია, რადგან იქ ქვემოთ რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო. ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში, ყველა ექიმი ადგილზეა, აკეთებენ მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობების“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.