ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ნაძალადევის მე-17 ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე დაიკავებს.
2030.news-ის ინფორმაციით, სოფო კილაძის კანდიდატურა მას შემდეგ დასახელდა, რაც მანანა კობახიძემ კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა.
მანანა კობახიძეს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და ჟურნალისტებთან დეტალებზე სავარაუდოდ დღეს ისაუბრებს.
კილაძის კანდიდატურის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არც „ქართულ ოცნებაში“ აკეთებენ.
წყარო: 2030news
კომენტარები