ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე მანანა კობახიძემ უარი განაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ დაადასტურა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, აღნიშნული კომიტეტის ხელმძღვანელობისთვის კობახიძეს თავისი გამოცდილებითა და შესაძლებლობით საუკეთესო რესურსი აქვს.
„სამწუხაროდ მანანა კობახიძემ უარი თქვა ამ კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ თავისი გამოცდილებით და შესაძლებლობით მას აქვს, მართლაც საუკეთესო რესურსი იმისთვის, რომ ამ კომიტეტს თავისი სპეციფიკით და შინაარსით გაუძღვეს.
ჯერჯერობით პოზიცია სოფო კილაძესთან დაკავშირებით გამოკვეთილია, თუმცა პირველ სხდომამდე კიდევ რამდენიმე დღე არის და დაველოდოთ მაინც, თუ რაიმე სხვა პოზიცია და გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,-განაცხადა ბესელიამ.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სოფიო კილაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი ჟურნალისტებთან კომენტარს თავად მანანა კობახიძე ამ დრომდე არ აკეთებს.
პირველი სასესიო სხდომა კი პარასკევს გაიმართება.
მანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
2016/11/14 15:14:09
ნანახია: 1430 ჯერ