სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.
შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები.
ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას. ვახტანგ გომელაურმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის უახლოესი პერსპექტივები შეაჯერეს.
კომენტარები