თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელობის კანდიდატები წარადგინა.
საბურთალო – გაიოზ ვასაძე;
მთაწმინდა – დავით კირკიტაძე;
კრწანისი – ბექა მიქაუტაძე;
ვაკე – დავით კვინიკაძე;
გლდანი – ლევან ნაროუშვილი;
სამგორი – კახა სამხარაძე;
ჩუღურეთი – დავით უთმელიძე;
დიდუბე – ვლადიმერ ძნელაძე;
ისანი – ნიკოლოზ ელისაშვილი;
ნაძალადევი – ირაკლი ანდღულაძე.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული იქნება და, ჩემთან ერთად, ყველაფერს გააკეთებთ თბილისისა და თბილისელების ინტერესების მსახურებისთვის, რათა, ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა უბანში შევიტანოთ მეტი სიცოცხლე, ერთად ვიამაყოთ ჩვენი ქალაქითა და განხორციელებული პროექტებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ და დასახელებულ კანდიდატებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
კახა კალაძე და მისი გუნდი დედაქალაქის საკრებულოს წინაშე ხვალ წარდგებიან. სწორედ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს კანდიდატები.