იპოლიტე ხვიჩიას ქეიფი ღვინის სმისთვის კი არ უყვარდა, ის მოსწონდა, სიყვარულს რომ გამოხატავდნენ, რომ მიეფერებოდნენ, გულში ჩაიკრავდნენ, – თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სოვიალურ ქსელში დიდი მსახიობების – იპოლიტე ხვიჩიასა და ზურაბ ქაფიანიძის ურთიერთობის შესახებ წერს.
“იპოლიტე ხვიჩიას ქეიფი ღვინის სმისთვის კი არ უყვარდა, ის მოსწონდა, სიყვარულს რომ გამოხატავდნენ, რომ მიეფერებოდნენ, გულში ჩაიკრავდნენ. ისე, ზოგჯერ ეს “გულში ჩაკვრა” გულსაც უხეთქავდა ხოლმე! ასე იყო, ზურაბ ქაფიანიძემ რომ ჩაიკრა გულში და მერე აღმოჩნდა, ნეკნები გაბზარვოდა. გულიანიად იცინოდა ქაფიანიძე: მოდი, იპო, ჩაგეხუტოო. ეს კი: არ მომეკარო, თორემ დანას დაგარტყამო…
სხვათა შორის, როცა ავად იყო და შინიდან იშვიათად გამოდიოდა, ზურაბ ქაფიანიძის სახლთან მისულა რაღაც საქმეზე. დაუნახავს ზურას დას, დაუძახია ძმისთვის… გაიშალა სუფრა, ხელით ამოიყვანა ზურამ იპოლიტე და დაიწყო ქეიფი… იმ საღამოს “სუფრიანად” გააცილეს იპოლიტე ხვიჩია. ქაფიანიძეს ეზომდე ჩამოუტანია პატარა სუფრა თავისი მეექვსე სართულიდან და ყველაწმინდა ეზოში შეუსვამს…“, – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.