საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 1-2 დეკემბერს ბრიუსელში ვიზიტს გამართავს.
ოფიციალური ინფორმაციით, 2 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრემიერი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიასა და ევროპის საბჭოში, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან. გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის სხვა დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება.
კომენტარები