მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს და მათ მხარდაჭერას სთხოვს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ მოქალაქეებს ციხეში გატარებულ პერიოდის შესახებ უამბობს და აცხადებს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ხდებოდა. სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის პირად პატიმარს უწოდებს და მიზეზად იმას ასახელებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი შურს იძიებს მასზე
“ძვირფასო უკრაინელო თანამოქალაქეებო! რამდენიმე თვეა ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გამომკეტა ქართველი ოლიგარქის ივანშვილის კალაპოტში. პუტინი შურს იძიებს საქართველოში ყველაზე წარმატებული რეფორმების გატარებისთვის, ასევე იმისთვის, რომ 2008 წელს არ მიეცა უფლება ჩემი ქვეყნის ჩამორთმევის და უკრაინაში მათი დახმარებისთვის. რომ დაბრკოლდეს მისი გეგმები ოდესაში.
50 დღეა ვშიმშილობდი. რამდენიმე კვირა მცემდნენ, მაწამებდნენ(ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული Amnesty International-ის მიერ), უკრაინელი და ქართველი ომბუდსმენის მიერ, ცემის კადრები კი გამოქვეყნდა.
სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი. როდესაც ციხეში ოცი წუთის განმავლობაში წამების შემდეგ ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში ვიყავი, გადამარჩინა ექიმმა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა ახლოს.
მიუხედავად ამდენი ცილისწამებისა და სრულიად პოლიტიკური გაყალბებული პროცესებისა (ეს არის ამნისტიის და სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების შეფასება), მე არ გავტყდი.
მოგმართავთ მხარდაჭერისთვის. შემოუერთდით #FreeMisha კამპანიას ფეისბუქზე, ასევე, დააკარით სტიკერები მანქანებზე და სახლებზე!
მიყვარხართ ხალხო!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.