ხატია დეკანოიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ვეტინგთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პოზიციას „ქედმაღლობისა და თავხედობის მაგალითი“ უწოდა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოსამართლეების მცდელობა, უცხო ტერმინის – „ვეტინგის“ გამოყენებით დისკრედიტაცია გაუკეთონ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული შემოწმების იდეას, ქედმაღლობის, თავხედობის, საზოგადოებისთვის ქართული ოცნების“ პოლიტიკური პოზიციის თავს მოხვევის ნათელი მაგალითია.
არ იყო აუცილებელი უცხოელების ჩართულობა. რატომ არა – საქართველოში ძალიან ბევრი კარგი იურისტია, რომელიც ამ კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის შეფასებას მოახდენდა”, – განაცხადა დეკანოიძემ.
მმართველი გუნდისთვის მოსამართლეების შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიება მიუღებელია. „ქართული ოცნება“ დეკანოიძის განცხადებას სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად აფასებს.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ დეკანოიძე ევროკომისიის ანგარიშს ეწინააღმდეგება. „ქალბატონი ხატია დეკანოიძე ახლა შეეწინააღმდეგა ევროკომისიის ანგარიშს, სადაც შავით თეთრზეა მითითებული, რომ ვეტინგი უნდა იყოს გამოყენებული საქართველოში და გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. “, – აღნიშნა გორდულაძემ.
