სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი ტელეკომპანია “აჭარის” გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში” ეროვნულ შერიგებაზე საუბრობს.
როგორც გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის მამამ გადაცემაში საუბრისას განაცხადა, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შვილის მკვლელობას არასოდეს აპატიებს.
“მე ვინმემ უნდა მითხრას, რომ შეურიგდიო და აპატიეო… აი, ახლა მეტირება უკვე! დედის მაგისა, მე არ ვაპატიებ! ჩემი შვილი აღა მყავს ცოცხალი. შვილი, შვილი ხალხო და ვინც ტაშს უკრავს და ეფერება, ხანდახან ვიტყვი ხოლმე, იმათ, რომ შვილი მოუკლას, მაშინ ისინი ტაშს დაუკრავს და მოეფერება სააკაშვილს?! მე შვილი აღარა მყავს, შვილი… შვილი სააკაშვილმა მომიკლა!” – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
კომენტარები