”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არის საშიში ტენდენცია – სვეტების ჯგუფი, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.
”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არის საშიში ტენდენცია – სვეტების ჯგუფი.
”ძალიან საშიში ტენდენციაა, რომ არის რაღაც სვეტების ჯგუფი, რომლებიც არიან განათლებულები და, მეორე მხრივ, არის ბნელი მასა, რომელიც მარტო არჩევნებზე უნდა გამოიყენო. მაგრამ ჩვენს მომხრეებში არის ყველაზე პროგრესირებადი, განათლებული ნაწილი საზოგადოების. ვიღაცისგან გეწყინება რაღაც, ვიღაცა გაგაკრიტიკებს, მაგრამ შენ ხალხს არ უნდა გაებუტო. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ქნა, არის ის, რომ გაბრაზდე შენს ხალხზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები