ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო და უკრაინა ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, ასევე, ბევრი საერთო აქვთ ქართველ და უკრაინელ პოლიტიკოსებს.
„უკრაინის პირველ პრეზიდენტს, რუშევსკის, თბილისის პირველი გიმნაზია აქვს დამთავრებული. მე მაქვს დამთავრებული ის უნივერსიტეტი, რომლის კედელზეც, რუშევსკის მემორიალია. სხვათაშორის, ჩემი მემორიალის გახსნაც უნდოდა იუშენკოს, მაგრამ ვუთხარი, შენი ჭირიმე, არანაირი მემორიალი არ მინდა, ანტისაჰაერო დაცვა მომეცი-მეთქი“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ ეს ისტორია ბევრმა არ იცის და ის უკრაინაში „სხვათაშორის“ არაა.
კომენტარები