პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით „ნაჩქარევი განცხადებების“ გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
„ცესკოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო, თუ როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ჯერ უცნობია. ჩვენ არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ დეპუტატებისგან სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო გამოაქვეყნებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს და პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცალკეული დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.