“გირჩის” წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძემ მედიას ამ საკითხზე მათი პარლამენტისადმი მიმართვა გააცნო.
“გირჩი” ითხოვს: მოხდეს მარიხუანას და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია, ასევე საკუთარი მოხმარების მიზნით მარიხუანას კულტივირების და შენახვის ლეგალიზაცია.
კომენტარები