„ქართული ოცნების“ წევრი დათო ლორთქიფანიძე „მარშალპრესთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლის კობახიძის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
„ვიცით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდება ირაკლი კობახიძე. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ალბათ, მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი ოჯახის ორი წარმომადგენელი სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოს პარლამენტის სპიკერატში. ირაკლის მამა იყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ახლა შვილი იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ალბათ, ამ კომპონენტშიც საქართველო გამორჩეული იქნება მსფოლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში. ირაკლი კობახიძეს წინასწარ მინდა მივულოცო და წარმატება ვუსურვო ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
www.marshalpress.ge