საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანიდან და წილკანიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა. ბავშვებმა პრეზიდენტის სასახლის მთავარი ჩიჩილაკი პრეზიდენტთან ერთად აანთეს, სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული პრეზიდენტის სასახლის ეზო დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დღესვე ორბელიანების სასახლის წინ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა.
კომენტარები