ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ დედოფლისწყაროში, ახალი სასაზღვრო სექტორის შენობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც კელიმ აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში რამდენიმე ინვესტიცია განახორციელა.
“ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თუ საზღვრები სრულად არ იქნება დაცული, ასევე, ვიდრე საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული არ იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენ აქ, ამ ობიექტზე ინვესტირება განვახორციელეთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით და ველოდებით, რომ მსგავს ღონისძიებებში კიდევ მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა იან კელიმ.
ჩვენ გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა
2016/11/16 16:21:39
ნანახია: 1473 ჯერ