თუ გავითვალისწინებთ იმ ტემპს, რომლითაც „ომიკრონი“ ვრცელდება მთელ დედამიწაზე, საქართველოშიც ასევე სწრაფ გავრცელებას დაიწყებს. იანვრისთვის შეიძლება შემთხვევების მატება იყოს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
„ერთადერთი, რისი იმედიც უნდა გვქონდეს, არის ის, რომ ჯერჯერობით, მძიმე დაზიანების ფორმით არ მიდის ეს ინფექცია – „ომიკრონი“ და ღმერთმა ქნას, რომ არც მოხდეს ასე და იყოს მართლა მსუბუქი ფორმა და „ომიკრონი“ იყოს ასე ვთქვათ დასასრულის დასაწყისი“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.
კომენტარები