სურვილი მექნებოდა, პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესები იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„მე და ჩემი გუნდი ყველანაირად შევუწყობთ ხელს იმას, რომ მაქსიმალურად მეტი სამუშაო ვითარება შეიქმნას, უკეთესი და კარგი კანონპროექტები განიხილებოდეს პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელით მიღება მიმდინარეობს, სადაც ძველი და ახალი პარლამენტის წევრები არიან შეკრებილი. ღონისძიებაზე იმყოფება გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად.
კომენტარები