რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რომის სტატუტზე უარს აცხადებს.
რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის და გადაწყვეტილება ქვეყნის შს უწყებას, უმაღლეს სასამართლოსა და პროკურატურასთან არის შეთანხმებული.
ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, გაერო-ს გენერალური მდივანი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ, რომ რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რომის სტატუტზე უარს აცხადებს.
კომენტარები