მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე წერს.
ზანგური ამბობს, რომ ივანიშვილმა საზოგადოებას უამრავი კარგი საქმე გაუკეთა და ყურადღებას მის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ამახვილებს.
„ბიძინა ივანიშვილი, კარგად დაიმახსოვრეთ სულ ყველამ ეს ადამიანი. როცა გსურთ იხსენებთ, როცა გსურთ არა!!!
კაცი, რომელმაც ტეტიებს ნიღაბი ახადა და ცეტებს და მწამებლებს საკუთარი ნიშა დაასვა!!!
ცენტრალური შიზოიდი თავის ფეხით ჩამოიყვანა და მიუსვა თავის ჯალათებს!!!
და ვინც აქ ნერვებს გიწამლავდათ შენიღბულად, ყველას მოხსნა ნიღაბი ანუ ნულიდან ასამდე ყველა გაგიშიფრათ და აწი თქვენ იცითო,“- წერს ბესო ზანგური.
მსახიობი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარება ქვეყანას კვლავ დასჭირდება, თუმცა იქვე დასძენს, რომ საქმეს ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძეც მოერევიან.
“მე ვგრძნობ რომ ერთხელაც დაგვჭირდება და ისიც ვიცი როდის, მაგრამ იმასაც ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს ჩემი ოქრო ირაკლი ღარიბაშვილიც მოერევა კახა კალაძესთან ერთად “- წერს ბესო ზანგური.