„ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად აშკარად იკვეთება ბუსტერდოზისგაკეთების აუცილებლობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს რეკომენდაციაა ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერდოზისჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან.
„დღეს საბჭომ რეკომენდაცია გაუწია ბუსტერდოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. თუ აქამდე ბუსტერდოზა „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი, ხოლო „სინოფარმისა“ და სინოვაკის“ ჩატარებიდან სამ თვეში, ახლა რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერი ვაქცინისთვის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან. ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სრულად ვაქცინირებულსგანმარტავს, როგორც ორი დოზით ვაქცინირებულს, გარდა „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინისა. ეს განმარტება თუ შეიცვლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დონეზე და ამას დაემატება ბუსტერდოზის აუცილებლობაც, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია ჩვენც განვიხილავთ განმარტების გადახედვის საკითხს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.